ინტერნეტ მარკეტინგი: ყველაფერი რაც უნდა იცოდე

highway-216090

ტერმინი ”ინტერნეტ მარკეტინგი” რამდენიმე წელია, რაც საქართველოში გავრცელდა.

მას შემდეგ, ყველა ბიზნესი, განურჩევლად ზომისა, ჩართულია ინტერნეტ მარკეტინგში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ინტერნეტ მარკეტინგი საკმაოდ ადვილი ხერხია, რათა ათასობით პოტენციურ კლიენტს ხმა მივაწვდინოთ.

რეალურად, რა არის ინტერნეტ მარკეტინგი?

ინტერნეტ მარკეტინგის განმარტება

ინტერნეტ მარკეტინგი არის ბრენდის, პროდუქტის ან სერვისის პრომოუშენი ინტერნეტ სივრცეში. ის მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის რეკლამა და გაყიდვები. ალბათ, ყველას შეგვიმჩნევია სხვადასხვა ვებგვერდზე განთავსებული რეკლამები, რომლებზეც, დიდი ალბათობით, დაგვიჭერია.

მაგრამ ინტერნეტ მარკეტინგი არ არის მხოლოდ ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელში რეკლამების განთავსება. ეს კონცეფცია რამდენიმე სფეროს მოიცავს.

  1. დემონსტრაციული რეკლამა – ასეთი სახის მარკეტინგი ეხება საიტებზე და ბლოგებზე განთავსებულ რეკლამებს. შესაძლოა, გსმენიათ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ არსებობს პლატფორმა Google AdSense, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვათავსოთ დამკვეთის რეკლამები ჩვენს საიტზე.
  2. იმეილ მარკეტინგი – სახელიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ სამიზნესთან დაკავშირება მეილის საშუალებით ხდება. მაგალითად, კომპანიების წერილები, რომლებიც გვთავაზობენ რაღაცების ყიდვას.
  3. ინბაუნდ მარკეტინგი – ინბაუნდ მარკეტინგს ვიყენებთ მაშინ, როდესაც გვჭირდება ბაზრის კონკრეტული სეგმენტის დარწმუნება იმაში, რომ ჩვენი ბრენდი ხარისხთან და სანდოობასთან ასოცირდება. ამის მისაღწევად კი, მათ უფასო კონტენტს ვთავაზობთ (არა მარტო კონტენტს. თუ რას შესთავაზებთ, თქვენს კრეატიულობაზეა დამოკიდებული).
  4. საძიებო სისტემის მარკეტინგი – ასეთი ფორმის მარკეტინგს ვხვდებით, როდესაც გუგლში, ბინგში ან სხვა საძიებო სისტემაში ვწერთ სასურველ საძიებო სიტყვას და ძებნის შედეგებთან ერთად გვიჩვენებს ასეთ ლინკებს:სპონსორდ ლინკი
  5. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – საძიები სისტემის მარკეტინგისგან განსხვავებით, სეო არ მოითხოვს ფულის დაბანდებას. სეო იყენებს ბუნებრივ მეთოდებს, რათა ”დაარეკლამოს” საკუთარი კონტენტი სერპში (საძიებო სისტემა). სეო მოიცავს სოციალური მედია მარკეტინგს, ლინკ ბილდინგსა და ქივორდების გამოკვლევას.
  6. სოციალური მედია მარკეტინგი – სახელიდან გამომდინარე, სოციალური მედია მარკეტინგი ეფუძნება სოციალურ ქსელში კონტენტის გაზიარებას. მაგალითად,ფეისბუქი, ტვიტერი, ლინქდინი, პინტერესტი, ინსტაგრამი, გუგლ+.

რატომ არის ინტერნეტ მარკეტინგი ასეთი მნიშვნელოვანი?

ინტერნეტს აქვს ძალა მსოფლიო მასშტაბით დააკავშიროს მილიონობით ადაიმიანი. გარდა ამისა, ინტერნეტი საუკუთესო საშუალებაა ბრენდ ფრომოუშენსთვის, რადგან მილიონობით ადამიანის დაკავშირების მსგავსად, ინტერნეტით შესაძლებელია ჩვენს ბრენდზე ინფორმაცია მილიონობით ადამიანს მივაწოდოთ. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის ის, რომ არ საჭიროებს დიდი რაოდენობით თანხის დახარჯვას.

ინტერნეტ მარკეტინგი: ყველაფერი რაც უნდა იცოდე

Leave a comment